Sunday, April 6, 2014

2) ღერძული სიმეტრია

2)  ღია გაკვეთილის სლაიდშოუ:

 
ღერძული სიმეტრია by Slidely Slideshow

ღია გაკვეთილის ალბომი: "ღერძული სიმეტრია"









პრეზენტაცია- მოსწავლეთა ნამუშევრები

 


პრეზენტაცია: ღერძული სიმეტრია

 




პრეზენტაცია: სიმეტრია ჩვენს ირგვლივ.

 

ანიმოტოს ვიდეო- "სიმეტრია ჩვენს ირგვლივ"

 
Copy of სიმეტრია ხელოვნებაში

გაკვეთილის გეგმა

ღია გაკვეთილის გეგმა - ღერძული სიმეტრია
პედაგოგის გვარი და სახელი
დაბრუნდაშვილი ნადია
გაკვეთილის თემა
ღერძული სიმეტრია
სწავლების საფეხური,დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნის დასახელება
II საფეხური VII კლასი
მათემატიკა და ისტ-
მოსწავლეთა პროფილი
 29
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს:  0
აქტივობები, მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ  ღერძული სიმეტრიის შესახებ ცოდნა  და საკოორდინატო სიბრტყეზე სერტილთა სიმეტრიული წერტილების ან ფიგურების  ამოცნობა და აგება. განუვითარდებათ  ღერძულად სიმეტრიული ფიგურების აგებისა და მათი  პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა.
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
მათ. VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება ორიენტირებისათვის.

თანამიმდევრობა:
აქტივობა1.   გაკვეთილი იწყება საშინაო დავალების შემოწმებით,მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ ღერძულად სიმეტრიული ფიგურების დამზადება და ნახატების წარმოდგენა საკოორდინატოსიბრტყეზე დამათი წარმოდგენა კოორდინატების საშუალებით.
აქტივობა 2.  პროექტორით ვაჩვენებ ANIMOTO-ს ვიდეოს თემაზე : ღერძულად სიმეტრიული ფიგურები“ და მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას თუ რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვიდეოში მოცემულ სურათებს, რომელზე პასუხის მიღების შემდეგაც ვსვამ კითხვებს, თუ სად უნახავთ  ღერძული სიმეტრიის მაგალითები. მოხდება აღნიშნული თემის გაშლა და კონკრეტული მაგალითების დასახელება რომელ პროფესიაში რა გამოყენება აქვს ღერძულ სიმეტრიას.
აქტივობა 3.  გაკვეთილს ვაგრძელებ პრეზენტაციის ჩვენებით ღერძული სიმეტრიის შესახებ და პარალელურად ვახდენ მოსწავლეთა გამოკითხვას.
 აქტივობა 4.  მოსწავლეები წინასწარ მომზადებულ დიაგრამაში აკრავენ ასოებს  და რიცხვებს  იმის მიხედვით თუ რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს თითოეულ მათგანს. მოსწავლეები აჩვენებენ ღერძულად სიმეტრიულ ფიგურებს , რომლებიც მათ  აქვთ საკლასო ოთახში კედლებზე გამოფენილი. პარალელურად მოსწავლეები აგებენ წერტილებს მოცემული კოორდინატების მიხედვით დაფაზე აგებულორ საკოორდინატო სიბრტყეზე.
აქტივობა 5. ვაჩვენებ პრეზენტაციას საკოორდინატო  სიბრტყეზე წერტილების აგებისა და პარალელურად მოსწავლეები ფორმატზე მოცემულ  ხის დიაგრამაზე განათავსებენ ფერად ფურცლებზე დაწერილ წერტილებს თავისი კოორდინატებით.
აქტივობა 6.  ამოვაცნობინებ მოსწავლეებს მოცემული წერტილების სიმეტრიულ წერტილებსაბსცისათა და ორდინატთა ღერძების მიმართ და ისინი ამჩნევენ კანონზომიერებებს რომლებიც ახასიათებთ ამ ღერძების მიმართ აგებულ წერტილებს და ამის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ცხრილს სადაც წერენ მოცემული წერტილების სიმეტრიულ წერტილებს აბსცისათა და ორდინატთა ღერძების მიმართ.
აქტივობა 7. შემდეგ მოსწავლეები ამოიცნობენ  ფურცლებზე მოცემულ ღერძულად სიმეტრიულ  ფიგურებს,ამბობენ მათი მათი სიმეტრიის ღერძების რაოდენობას  და ავსებენ ფორმატზემოცემულ დიაგრამას, სადაც უნდა მოეხდინათ კლასიფიცირება იმ ფიგურებისა, რომლებსაც ჰქონდათ 1,2 ან 2-ზე მეტი სიმეტრიის ღერძი, ან საერთოდ არ ჰქონდათ სიმეტრიის ღერძი.
 აქტივობა 8.   მოსწავლეები ავსებენ ყვავილის ფორმის ცნების რუკას, თუ რა სფეროში გამოიყენება სიმეტრია.
აქტივობა 9.  მოსწავლეები ამოიცნობენ  აბსცისათა და ორდინატთა ღერძის მიმართ სიმეტრიულ მონაკვეთებს, სამკუთხედებს და სხვა ფიგურებს.
შემდეგ მოსწავლეებს  დაურიგდებათ ფურცლებზე დახაზულ საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული ფიგურის ფრაგმენტი და მათ უნდა  შეავსონ ეს ფიგურა თუ ვიცით რომ აღნიშნული ფიგურა სიმეტრიულია OX და OY ღერძების მიმართ შესაბამისად  I და II ვარიანტის მიხედვით.  აგებულ ნახაზებს ერთ მერხზე მსხდომი მოსწავლეები უმოწმებენ ერთმანეთს,  აღნიშნავენ სწორია თუ არა  და აბარებენ მასწავლებელს.
აქტივობა 10.  ვაფასებ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას VII კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოდან.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან შესაბამისი განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
საკლასო მენეჯმენტი:
სახელმძღვანელო:
VII კლასი. მათემატიკა.ვეფხვაძე,გოგიშვილი,მებონია,ქურჩიშვილი.
ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი,პროექტორი, დაფა,ცარცი,სახაზავი, ფურცლები, ფორმატები, დიაგრამები,მარკერები, წებოვანი ფურცლები, საწერი საშუალებები.


                 







მოსწავლეთა ინდივიდუალური შეფასების  განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:



კრიტერიუმი
3-4
5-6
7-8
9-10
1.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
მიყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს;
მიყვება ინსტრუქციებს, მაგრამ ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალიწინებულია, დავალება სრულ-ყოფილად არის შესრულებული
2.
გაკვეთილზე ჩართულობა
არ მონაწილეობ გაკვეთილის მსვლელობაში, მხოლოდ პასიური მსმენელის როლს ასრულებს.
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,მაგრამ არ იჩენს დიდ დაინტერესებას თემის გარშემო.
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ ყურადღება ეფანტება.
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. დამოუკიდებლად გამოთქვამს აზრს დასმული საკითხის გარშემო. მსჯელობს და გამოაქვს მართებული დასკვნები.
3.
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება
არ ასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს.
ასრულებს სამუშოს, მაგრამ ეკითხება სხვებს სრულების გზებს.
მუშაობს დამოუკიდებლად,
მაგრამ ზოგიერთი საკითხის შესრულების დროს სჭირდება მასწავლებლის დახმარება.
მუშაობს დამოუკდებლად, ასრულებს მითითებულ დავალებებს სწორად, თეორიული ცოდნის და ფორმულების გამოყენებით.