Nana Dabrundashvili's Slidely by Slidely Slideshow
სურათების ალბომი:
რაციონალური რიცხვები: პრეზენტაცია
პედაგოგის გვარი და სახელი
|
დაბრუნდაშვილი ნადია
|
გაკვეთილის თემა
|
რაციონალური რიცხვები
|
სწავლების საფეხური,დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნის დასახელება
|
II
საფეხური VII კლასი
მათემატიკა და ისტ-ი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს: 0
|
აქტივობები, მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ
რიცხვთა სიმრავლეების შესახებ ცოდნა და რაციონალურ რიცხვებზე
მოქმედებების შესრულების უნარ-ჩვევები. განუვითარდებათ
რაციონალური რიცხვების პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
მოსწავლეს უნდა შეეძლოს: კითხულობდეს,გამოსახავდეს,ადარებდეს და ალაგებდეს რაციონალურ რიცხვებს.
გამოსახავდეს და ადარებდეს უარყოფით რიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით.ახდენს მოპირდაპირე რიცხვის და რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობის/(მოდულის)ცნების მოდელზე დემონსტრირებას.
ახდენდეს რიცხვით წრფეზე დადებითი და უარყოფითი რიცხვების დემონსტრირებას.VII(1) და VII(2)
|
თანამიმდევრობა:
|
აქტივობა1. გაკვეთილი იწყება კითხვით: „რა საჭიროა რიცხვები და რა გამოყენება
აქვთ მათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიერ?“ , ამ კითხვის დასმის შემდეგ
პროექტორით ვაჩვენებ ANIMOTO-ს ვიდეოს თემაზე : “რიცხვების გამოყენება სხვადასხვა პროფესიაში”, შემდეგ მოსწავლეების მიერ მოხდება აღნიშნული
თემის გაშლა და კონკრეტული მაგალითების დასახელება რომელ პროფესიაში რა
გამოყენება აქვთ რიცხვებს.
აქტივობა
2
შემდეგ ვიწყებთ რიცხვთა სიმრავლეების
განხილვას, მათ შორის ურთიერთკავშირებს, რიცხვის ცნების სქემატურ წარმოდგენას. მოსწავლეები დაასახელებენ თითოეული სიმრავლის ელემენტებს,
დახაზავენ ეილერის დიაგრამებს,გაანალიზებენ, რომ ყოველი ნატურალური რიცხვი მთელი რიცხვია და ყოველი მთელი რიცხვი რაციონალური რიცხვია. შემდეგ მასწავლებელი პროექტორით ეკრანზე აჩვენებს ეილერის დიაგრამებს და
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავის მიერ დახაზული დიაგრამები შეადარონ ეკრანზე
მოცემულ დიაგრამებს.
მოსწავლეები
გაიხსენებენ რიცხვის მოდულის ალგებრულ
და გეომეტრიულ განმარტებას, გამოითვლიან
მოდულის შემცველი გამოსახულებების მნიშვნელობებს. მოსწავლეები დახაზავენ რიცხვით ღერძს და
მასზე განალაგებენ მოცემულ რაციონალურ რიცხვებს, შემდეგ კი ჩაწერენ ეკრანზე
მოცემულ რიცხვით ღერძზე განლაგებული წერტილების კოორდინატებს.
აქტივობა 3.
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს ჯგუფებად და აძლევს მათ დავალებას: პროექტორის საშუალებით ეკრანზე მოცემულია
რიცხვთა ორი სვეტი, მოსწავლეებმა უნდა ამოწერონ და ერთმანეთთან ისრებით შეაერთონ
მოპირდაპირე რიცხვთა წყვილები, დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები
შესრულებული დავალებების ფურცლებს ერთმანეთში ცვლიან, ამოწმებენ ერთმანეთის მიერ
შესრულებულ დავალებებს, პოულობენ შეცდომებს და წერენ სწორი და შეცდომიანი
დავალებების რაოდენობებს, ამის შემდეგ მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს სწორად
შესრულებულ დავალებებს და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავის მიერ შემოწმებული
სავარჯიშოების სისწორე კიდევ ერთჯერ გადაამოწმონ, რის შემდეგაც ყველა ჯგუფი წინა
ჯგუფს უბრუნებს თავის ნამუშევრიან ფურცელს, რომლებსაც მასწავლებელი დამატებით
ამოწმებს. ამ აქტივობის საშუალებით მოსწავლეები ახდენენ ერთმანეთის შეფასებას და
თვითშეფასებას.
მოსწავლეებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის
დავალებები ჯგუფებში: როგორიცაა: რიცხვების დალაგება, რიცხვების წარმოდგენა
სხვადასხვა სახიღ, წილადების შედარება,
ათწილადების შედარება, მოქმედებები წილადებზე, მოქმედებები ათწილადებზე,
ამოცანების ამოხსნა.
აქტივობა
4. კლასში არის 1 მოსწავლე, რომელიც არ არის დაფიქსირებული, როგორც
განსაკუთრებული საჭიროების მქონე
მოსწავლე, მაგრამ მისთვის რთულია ჩვეულებრივი სავარჯიშოების შესრულება, ამიტომ
მისთვის მასწავლებელს წინასწარ
მომზადებული აქვს შესაფერისი სავარჯიშოები:
ფიგურების ამოცნობაზე, მათ დაყოფაზე სამკუთხედებად, სამკუთხედების რაოდენობის დათვლაზე ,
მოცემული ფიგურის ნაწილის დაშტრიხვაზე და
მარტივი მაგალითების
შესრულებაზე.
აქტივობა 5.
მოსწავლეები შეფასდნენ ინდივიდუალური
და ჯგუფური განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებით.
დავალება მიეცემათ
სახელმძღვანელოდან.
|
შეფასება
|
შეფასებას ვახდენთ რუბრიკებით:
ჯგუფები აფასებენ ერთმანეთის მუშაობას,ამოწმებენ შესრულებული სამუშაოს სისწორეს.
მოსწავლეები შეფასდებიან შესაბამისი
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
|
საკლასო მენეჯმენტი:
|
სახელმძღვანელო:
VII
კლასი. მათემატიკა.ვეფხვაძე,გოგიშვილი,მებონია,ქურჩიშვილი.
ტექნიკა და ინსტრუმენტები: კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,სახაზავი, ფურცლები, საწერი საშუალებები.
|
ჯგუფური მუშაობის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
1-5
|
6-7
|
8-10
|
|
1.
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა.
|
2.
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა
სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
|
ჯგუფმა
სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
|
ჯგუფმა
სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
|
3.
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო
არ იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
სამუშაო
ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა
|
სამუშაო
კარგად იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად
გადანაწილდა.
|
4.
|
ჯგუფის
წევრთა ჩართულობა
|
ერთი(ორი)
მოსწავლე აქტიურობდა მხოლოდ
|
ჯგუფის
თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
|
ჯგუფის
ყველა წევრი აქტიური იყო
|
5.
|
ჯგუფის
წევრთა შორის ურთიერთობა
|
ჯგუფის
აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის
წევრთა შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ჯგუფის
წევრთა შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
მოსწავლეთა ინდივიდუალური
შეფასების განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმი
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
1.
|
დავალებასთან შესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
|
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს;
|
მიჰყვება ინსტრუქციებს, მაგრამ ზოგჯერ ზედაპირულად.
|
ყველა ინსტრუქცია გათვალიწინებულია, დავალება სრულ-ყოფილად არის შესრულებული
|
2.
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ მონაწილეობს
გაკვეთილის მსვლელობაში, მხოლოდ პასიური მსმენელის როლს ასრულებს.
|
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,მაგრამ არ იჩენს დიდ დაინტერესებას თემის გარშემო.
|
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ ყურადღება ეფანტება.
|
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. დამოუკიდებლად გამოთქვამს აზრს დასმული საკითხის გარშემო. მსჯელობს და გამოაქვს მართებული დასკვნები.
|
3.
|
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება
|
არ ასრულებს დამოუკიდებელ სამუშაოს.
|
ასრულებს სამუშოს, მაგრამ ეკითხება სხვებს შესრულების გზებს.
|
მუშაობს დამოუკიდებლად,
მაგრამ ზოგიერთი საკითხის შესრულების დროს სჭირდება მასწავლებლის დახმარება.
|
მუშაობს დამოუკიდებლად, ასრულებს მითითებულ დავალებებს სწორად, თეორიული ცოდნის და ფორმულების გამოყენებით.
|
No comments:
Post a Comment